Thursday, June 17, 2010

პროექტი: " ჩემი სოფლის მდინარე"

სასწავლო პროექტი

1.პროექტის სახელი: „ჩემი სოფლის მდინარე“

2.მოკლე აღწერა: მდინარე ბურსის ხეობის დაბინძურების ხარისხის კვლევა. ეკოლოგიური პრობლემის მოგვარების გზების დასახვა და საზოგადოების ინფორმირება.

3.მონაწილეთა ასაკი: IV,V , VI, VII, VIII,IX კლ.

4.ვადები/ ხანგრძლივობა: 2თვე.

5.მნიშვნელობა /აქტუალობა : XXI საუკუნეში, როგორც ჩვენი პლანეტის, ასევე ლოკალური გარემოს დაბინძურება , უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.შესაბამისად საზოგადოების სწორად ინფორმირება ამ ამ პრობლემის დაძლევის წინაპირობაა.

6. მიზნები და შედეგები: მოსწავლეები და თემის წევრები შეიძენენ ინფორმაციას საკუთარი სოფლის მდინარის ეკოლოგიურ პრობლემასთან დაკავშირებით. განუვითარდებათ გარემოსა მზრუნველი დამოკიდებულება.

7. შეფასების საგანი და პროცედურები: დისკუსია, ფოტოსურათების და ჩანახატების გამოფენა, ესსეს კონკურსი და ბროშურების გამოცემა.

8. რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ: ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის მდინარის მნიშვნელობა ფლორისა და ფაუნის არსებობისთვის.

9.სასწავლო მასალა დატექნიკური რესურსები: სახელმძღვანელოები, ისტ–ი, ფოტოაპარატი, ფორმატები, მარკერები და კალმები.

10.სასწავლო პროექტის მსვლელობა: 1. მოსწავლეებისთვის პროექტის მიზნების გაცნობა და სამუშაო ჯგუფის შექმნა, ფუნქციების განაწილება. 2.ლაშქრობა მდინარე ბურსის ხეობაში.დაბინძურების წყაროების ადგილზე შესწავლა.სურათების გადაღება და ჩანახატების გაკეთება 3.თემის წევრებთან ინტერვიუების ჩაწერა.მდინარე ბურსაში თევზჭერისას დაცულია თუ არა,ეკოლოგიური ნორმები. 4.მდინარე ბურსაში გავრცელებული თევზის სახეობათა შესწავლა და აღრიცხვა.ბოლო 10–წლის განმავლობაში შემცირადა თუ მოიმატა თევზების რიცხოვნობამ 5.ესსეს კონკურსი,ჩანახატების და ფოტოსურატების გამოფენა 6.ბროშურების გამოცემა და გავრცელება .

11.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ბუნებისმეტყველება –IV, V, VI კლ

ბიოლოგია–VII,VIII, IX კლ

· ბუნ.IV.9.მოსწავლე იკვლევს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს.

· ბუნ.IV.11. მოსწავლე იცავს საზოგადოებრივ ჰიგიენის და უსაფრთხო ქცევის წესებს .

· ბუნ.VII.3.მოსწავლე ახასიათებს ეკოსისტემაში კომპონეტებს და მათ შორის არსებულ კავშირებს .

· ბუნ.VIII.3. მოსწავლე აღწერს ეკოსისტემაში ენერგიის გადაცემასა და ნივთიერებათა მიმოქცევას.

· ბუნ.IX.3. მოსწავლე იკვლევს გარემო ფაქტორების ზეგავლენას ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და მსჯელობს მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე .

12. სამუშაო ენა : ქართული

13. სარგებელი სხვებისთვის :

თემის წვრების ინფორმირება მდინარე ბურსის ეკოლოგიური პრობლემის შესახებ. განუვითარდებათ ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულება .

14. პროექტის ავტორები და ელ – ფოსტა:

თამარ პაპაშვილი: teasanavardo@gmail.com

თამარ ისკანდარაშვილი: tamrosanavardo@gmail.com